კომპანია „გრინჰილი“ აშენებს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც გამორჩეულია თანამედროვე გეგმარებით, მწვანე გარემოთი და ხელსაყრელი ადგილმდებარეობით.
საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს 33 500 კვ.მ ფართობზე და მოიცავს საცხოვრებელ კორპუსებს, კომერციულ სივრცეებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ზონებს, საბავშვო პარკებსა და რეკრეაციულ სივრცეებს.
მშენებლობის პროცესში სრულად გათვალისწინებულია ქალაქის განაშენიანების პრინციპები, დაცულია ეკოლოგიური უსაფრთხოება და ბუნებრივი გარემოს სრულყოფილი შენარჩუნება.
პროექტი ხორციელდება ეტაპობრივად: დასრულებულია პირველი, მეორე და მესამე ეტაპი.
ამჟამად GreenHill Residence-ში მიმდინარეობს განვითარების ბოლო, მე-4 ეტაპის დასრულება. პროექტის ფარგლებში შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი, სადაც ბინების 80% უკვე გაყიდულია.
დარჩენილი ბინების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ახლა საუკეთესო დროა შეარჩიოთ თქვენი ოცნების საცხოვრებელი!