ჩვენ ვიყენებთ ჩვენს და მესამე მხარის ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და ჩვენი ვებსაიტის გამოყენების გასაანალიზებლად. თუ თქვენ განაგრძობთ დათვალიერებას, ეს ნიშნავს რომ თქვენ ვიღებთ მათ გამოყენებას + ინფორმაცია ჩვენ ვიყენებთ ჩვენს და მესამე მხარის ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და ჩვენი ვებსაიტის გამოყენების გასაანალიზებლად. თუ თქვენ განაგრძობთ დათვალიერებას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ იყენებთ მათ გამოყენებას + ინფო
GEO
Eng Rus

გრინჰილ რეზიდენსი

ეტაპი 1- დასრულებული
სტატუსი:
დასრულებულია.
უკან
ხელმისაწვდომი
გაყიდული

„გრინჰილის“ ეზოში ბავშვები დროს მხიარულად ატარებენ

ნახვა

დასრულებული პროექტის შესახებ

„გრინჰილის“ კომპლექსის პირველი ეტაპის მშენებლობა უკვე დასრულებულია. 2016-2019 წლებში აშენდა ოთხი ბლოკი. I ბლოკი 24-სართულიანი ცათამბჯენია; II და IV ბლოკები 11-სართულიანი კორპუსებია; III ბლოკი კი - 14-სართულიანია

 

საცხოვრებელი კომპლექსი მთლიანად შესახლებულია. მობინადრეები უკვე სარგებლობენ ყველა იმ უპირატესობით, რომელსაც „გრინჰილის“ მომსახურება ითვალისწინებს. 24-საათიანი დაცვისა და ვიდეოკონტროლის წყალობით თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. სადარბაზოები, ლიფტები და მიმდებარე ტერიტორია სისტემატიურად საფუძვლიანად სუფთავდება, რაც მობინადრეებს დიდ კომფორტს უქმნის. კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ეზოში კი თავისუფალ დროს სასიამოვნოდ ატარებენ.

 

მყუდრო გარემოსა და განვითარებული ინფრასტრუქტურის წყალობით „გრინჰილის“ მობინადრეების ცხოვრება უკეთესია.

 

„გრინჰილის“ კომპლექსი ასევე გამოირჩევა მშენებლობისა და უსაფრთხოების მაღალი დონით. სადარბაზოებში დამონტაჟებულია ორი ლიფტი - სამგზავრო (800 კგ) და სატვირთო (1050 კგ). გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების ყველა ნორმა. შენობის ფასადზე გამოყენებულია არქიტექტურული ბეტონი, რომელიც მოპირკეთებულია კომბინირებული დეკორატიული ბათქაშით. 
ფასადის გარე კედლების მშენებლობისას გამოყენებულია 30 სმ-იანი ენერგოეფექტური პემზის ბლოკი, 9-კამერიანი, აკუსტიკური თბოიზოლაციით. შიდა ტიხრებისთვის კი განკუთვნილია ასევე აკუსტიკური, 4-კამერიანი, 10 სმ-იანი ბეტონის ბლოკი.

 

შენობის კარკასი არის რკინა-ბეტონის მონოლითური ნაგებობა; საძირკვლის ტიპად გამოყენებულია მონოლითური რკინა-ბეტონის ფილა, საინჟინრო ფუძედ კი -კომბინირებული ნაბურღ-ნატენიხი მინჯები და ქვიშა-ხრეშოვანი მასის შრეებად დატკეპნილი ხელოვნური ფუძე.

კითხვის გაგრძელება
აჩვენე ნაკლები

ვინ ვართ ჩვენ
შემდეგი ვინ ვართ ჩვენ