ჩვენ ვიყენებთ ჩვენს და მესამე მხარის ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და ჩვენი ვებსაიტის გამოყენების გასაანალიზებლად. თუ თქვენ განაგრძობთ დათვალიერებას, ეს ნიშნავს რომ თქვენ ვიღებთ მათ გამოყენებას + ინფორმაცია ჩვენ ვიყენებთ ჩვენს და მესამე მხარის ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და ჩვენი ვებსაიტის გამოყენების გასაანალიზებლად. თუ თქვენ განაგრძობთ დათვალიერებას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ იყენებთ მათ გამოყენებას + ინფო
GEO
Eng
09.05.2020

სასიამოვნო სიახლე გრინჰილის მობინადრეებისთვის!

სასიამოვნო სიახლე გრინჰილის მობინადრეებისთვის!

მალე კომპლექსის ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დიდი ცენტრი გაიხსნება და გრინჰილში მცხოვრებლებს შეეძლებათ, კომპლექსიდან გაუსვლელად დაისვენონ, განიტვირთონ, გაირუჯონ და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს. 

დრო ყველაზე დიდი სიმდიდრე და ფუფუნებაა. ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს, როცა ყველაფერი სახლთან ახლოს აქვს და დროს ზოგავს. კომპანია გრინჰილი უფრთხილდება თავისი მობინადრეების დროს, ზრუნავს მათ ბედნიერებაზე და ამიტომ ერთ-ერთ პრიორიტეტად კომპლექსის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარება დაისახა. 

2021 წლის ბოლოსთვის კომპლექსის ტერიტორიაზე დასრულდება 2 700 კვ.მ.-იანი, 3-სართულიანი შენობის მშენებლობა, სადაც განთავსდება:

  • სპა ცენტრი, რომელიც სარელაქსაციოდ შეუცვლელი ადგილი გახდება თქვენთვის;
  • უმაღლეს დონეზე აღჭურვილი სატრენაჟორო და სავარჯიშო დარბაზები, სადაც პროფესიონალი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებთ და იზრუნებთ საკუთარ სხეულზე;
  • დახურული, 25-მეტრიანი სპორტული აუზი - აუზი სახლთან ახლოს, ეს ხომ ყველასთვის საოცნებოა. იცურავებთ და განიტვირთებით ისე, რომ ქალაქის ხმაურს თავს აარიდებთ;
  • დახურული საბავშვო აუზი - ადგილი, რომელიც თქვენი პატარებისთვის ჯადოსნურ სამყაროდ იქცევა. სუფთა და უსაფრთხო აუზში ბავშვები დროს საუკეთესოდ გაატარებენ;
  • დიდი ტერასა, რომელზე გამოსვლაც დახურული აუზიდანაც იქნება შესაძლებელი. ტერასაზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცე კომფორტული შეზლონგებით, სადაც მობინადრეები მზიან ამინდში გარუჯვას შეძლებენ. ტერასიდან იქნება შესანიშნავი ხედი - წყნეთისა და ნაფეტვრების მთები, საიდანაც ჯანსაღი ჰაერი უბერავს.
  • კომფორტული კაფე მეგობრული თუ საქმიანი შეხვედრებისთვის.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი შენდება ბუნების წიაღში, მყუდრო და სასიამოვნო ადგილას, რაც საუკეთესო საშუალებაა სრულყოფილი დასვენებისა და განტვირთვისთვის.

 

 
პარტნიორები
შემდეგი
კომპლექსის ხარისხს, უსაფრთხოებასა და კომფორტულობას სანდო და პროფესიონალი პარტნიორები განაპირობებენ
პარტნიორები